თუ თქვენს გეგმებში შედის რომ გარკვეული ნაწილი IT სერვისებიდან დატოვოთ თქვენი კომპანიის ფარგლებში და აუთსორსზე გაიტანოთ მხოლოდ ის მომსახურებები, სადაც დამატებითი კვალიფიკაცია და დროა საჭირო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი შერჩევითი IT აუთსორს მომსახურება.

 

რატომ შეიძლება დაფიქრდეთ შერჩევით IT აუთსორსზე? - ამის ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რომ შევაჯამოთ, ეს მოგცემთ საშუალებას ბიუჯეტური გზით გამოიყენოთ უნარები და დრო, რომელიც შესაძლოა არსებულ კადრებს არ ქონდეთ.

 

თუმცა,  იმის გადაწყვეტა თქვენი კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიები მთლიანად იყოს გატანილი აუთსორსზე თუ მხოლოდ ნაწილობრივ და კონკრეტულად რომელი ნაწილის გადაბარება იქნება ეფექტური გარე ორგანიზაციისთვის,  არ არის მარტივი გადასაწყვეტი. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად პირველ რიგში უნდა იყოს ჩამოყალიბებული აუთსორს სტრატეგია.  თუ უკვე გაქვთ სტრატეგია და ზუსტად იცით რა ნაწილში გინდათ დამატებითი დახმარება დაგვიკავშირდით და შეგვატყობინეთ სერვისი რომლის მიღებაც გსურთ.   თუკი სტრატეგიის სწორად განსაზღვრისთვის საკმარისი საჭირო რესურსები კომპანიას არ გააჩნია, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი დახმარება და თქვენთან გასაუბრებების საფუძველზე  ჩამოვაყალიბოთ თქვენთვის მისაღები სტრატეგია. ჩვენი შერჩევითი IT აუთსორს მომსახურება ფარავს ორივეს: სტრატეგიის შემუშავებას , დამკვეთის  სურვილის შემთხვევაში და საჭირო მომსახურების შეთავაზებას.

 

რა მომსახურებები შეგვიძლია შემოგთავაზოთ? 

  • მხოლოდ IT სერვის დესკი
  • მხოლოდ IT სერვის მენეჯმენტი
  • მხოლოდ IT ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი
  • მხოლოდ IT პროექტ მენეჯმენტი

ან ჩამოთვლილი სერვისებიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ რამოდენიმე.

IT ინფრასტრუქტურის მართვა 24//7 ზე მომსახურებაა, რომელიც, თქვენი სურვილის მიხედვით,  თქვენი კომპანიის მთლიან ან ნაწილ  IT ინფრატსრუქტურას გამუდმებით აკონტროლებს.



რას ფარავს ჩვენი IT ინფრატსრუქტურის მართვის  სერვისი?

  • აპარატურა
  • ქსელი
  • სისტემები
  • პროგრამული უზრუნველყოფა
  • ადამიანური რესურსები

გარდა მხარდაჭერისა, ჩვენ ასევე ვაწარმოებთ თქვენი IT ინფრასტრუქტურის პროაქტიულ მეინთენანსს , რაც გულისხმობს რომ წინასწარ ხდება რისკების აღმოჩენა და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა მინიმალურ დონემდე იქნას დაყვანილი ბიზნეს უწყვეტობის რისკი.

 

ჩვენ ვიქნებით თქვენი შიდა IT  დეპარტამენტისთვის ესკალაციის ჯგუფი. მათ ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება დაგვიკავშირდნენ და მიიღონ ჩვენს გამოცდილებასა და ცოდნაზე დაფუძნებული რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები. IT ინფრასტრუქტურის მენეჯმენტის სერვისის ფარგლებში სამუშაო საათები ცდება სტანდარტულ სამუშაო საათებს . ჩვენ მუდმივად ხაზზე ვართ, დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუკი თქვენი IT ინფრასტრუქტურა ამას მოითხოვს.



თუ გსურთ იყოთ დარწმუნებული რომ თქვენი IT ინფრასტრუქტურა კონტროლდება 24/7/365 დაგვიკავშირდით.

პროექტის მართვა დამატებით უნარებს მოითხოვს, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება  IT პროექტებს. აქ ორმხრივად შერწყმული უნდა იყოს მაღალი IT კვალიფიკაცია და პროექტის მართვის უნარი. შესაძლებელია თქვენი შიდა IT კადრები წარმატებით  უძღვებიან ყოველდღიურ IT საკითხებს, მაგრამ ვერ შეძლონ პროექტის მართვა, რადგან არ ქონდეთ შესაბამისი უნარები და გამოცდილება.

 

წარმოიდგინეთ, დაგეგმეთ  პროექტი ბიზნეს შედეგების გაუმჯობესებისთვის, თუმცა მიზანი ვერ იქნა მიღწეული. მხოლოდ ამის შემდეგ ისმევა შეკითხვები: რატომ დაიგეგმა პროექტი ცუდად? რატომ იყო გამოყოფილი ამდენი არასაჭირო რესურსი? იყო თუ არა შესაძლებლობა სხვანაერად დაგეგმილიყო პროექტის ეტაპების განხორციელება? ა.შ .. მაგრამ პროქტი უკვე დასრულებულია, რესურსი უვე გაფლანგულია, არადამკმაყოფილებელი შედეგი უკვე აისახება ბიზნესზე და შესაბამისად გვიანია შედეგების გამოსწორება.

 

IT პროექტ მენეჯმენტის მომსახურების  მეშვეობით, ჩვენ გთავაზობთ თქვენი პროექტისადმი პროფესიონალურ მიდგომას. ჩვენ ვმუშაობთ თქვენს IT გუნდთან ერთად, პროაქტიულად  ვაყალიბებთ რისკებს რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ დეტალთან, რაც პროექტის წარმატებით დასრულებასთან არის დაკავშირებული და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ პროექტის ყველა პრიორიტეტი სრულდება შეთანხმებული გეგმის მიხედვით .

 

დაგვიკავშირდით, პირველადი  კონსულტაცია ჩვენთან უფასოა.